იტალიური “ნაპოლის” კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხუან სუნიგამ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.
Football Italia-ს ცნობით, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა 27 წლის ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების ვადები უცნობია.
კოლუმბიის ნაკრების მოთამაშეს მომდევნო ათი დღის განმავლობაში სპეციალური სახვევის ტარება მოუწევს და მხოლოდ მისი მოხსნის შემდეგ გაარკვევენ ექიმები, თუ როდის შეძლებს სუნიგა მოედანზე გასვლას. მიმდინარე სეზონში მან სერია A-ს მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ბოლოს კი, 1 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე “არსენალის” წინააღმდეგ ითამაშა.