იტალიური “ნაპოლის” მცველი ხუან კამილო სუნიგა ტრავმისშემდგომ აღდგენით კურსს ასრულებს. აპენინური პრესის ცნობით, 28 წლის კოლუმბიელმა მსუბუქი ვარჯიშები უკვე დაიწყო.
ნეაპოლელთა სამედიცინო შტაბის განცხადებით, სუნიგა თავს კარგად გრძნობს და ტკივილები აღარ აქვს. მიუხედავად ამისა, სამხრეთამერიკელი თავის გუნდს უახლოეს კვირებში მაინც დააკლდება.
შეგახსენებთ, რომ სუნიგამ სექტემბრის მიწურულს მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ უქმადაა. იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, მან მხოლოდ 4 მატჩის ჩატარება მოასწრო.







