ფეხბურთი

17:36 | 9.03.2014 | ნანახია 0 - ჯერ

სუბოტიჩმა ვარჯიში განაახლა

 

ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ, “დორტმუნდის” მცველმა ნევენ სუბოტიჩმა ვარჯიში განაახლა. “ბილდის” ცნობით, 25 წლის სერბი ტრავმისშემდგომ აღდგენით კურსს ასრულებს და მსუბუქი ვარჯიშებისთვის უკვე მზადაა.

“სიხარულის ცრემლები მდის. 4-თვიანი პაუზის შემდეგ, პირველად ვივარჯიშე”, - განაცხადა მცველმა ერთ-ერთი სოციალური ქსელის საშუალებით.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში, სუბოტიჩმა მუხლქვეშა მყესები დაიზიანა და ოპერაცია დასჭირდა, რის გამოც ხანგრძლივი ვადით ლაზარეთში გადაინაცვლა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:15 | 10.10.2018
BEERTRANCE (97819)

ყოველთვის ჩვენ რატო გვემართება, გუგლის რუკას მაინც არ დახედენ წინდაწინ?

13:45 | 10.10.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

უბრალოდ, ჩვენთან რომ საცობები არ არის, იფიქრეს ყველგან ასეაო

0.069623