ფეხბურთი

20:53 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუბოტიჩმა ვარჯიში დაიწყო

გერმანული “დორტმუნდის” ცენტრალური მცველის, ნევენ სუბოტიჩის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. 25 წლის ფეხბურთელმა უკვე ვარჯიში დაიწყო.

სუბოტიჩმა ჯვარედინა მყესების ტრავმა გასული წლის ნოემბერში მიიღო და ის მას შემდეგ უქმობს. თავდაპირველი ინფორმაციით, სერბი ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებდა, მაგრამ Bild-ის ცნობით, მან უკვე სირბილი დაიწყო.

“სიხარულისგან ცრემლები მომდის. ეს, ბოლო 4 თვის განმავლობაში, ჩემი პირველი ვარჯიშია.” – დაწერა სუბოტიჩმა თავის Iნსტაგრამ-ის გვერდზე.

0.109879