ფეხბურთი

19:01 | 7.07.2014 | ნანახია 840 - ჯერ

სუბოტიჩმა ნოემბრის შემდეგ პირველად ივარჯიშა

“დორტმუნდის” სერბმა ცენტრალურმა მცველმა, ნევენ სუბოტიჩმა, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო.

სუბოტიჩმა ტრავმა გასული წლის ნოემბერში, “ვოლფსბურგთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. 25 წლის უკანხაზელმა ჯვარედინა მყესები გაიწყვიტა. “დორტმუნდის” წარმომადგენლები მის გასულ სეზონში დაბრუნებას ელოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

“რვათვიანი შესვენების შემდეგ, დღეს, გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება მომეცა.” – აცხადებს თავად ფეხბურთელი.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:21 | 08.07.2014
francuza-!- (1372)

არსენალში მიდის ეს გადაწყვეტილია

21:10 | 07.07.2014
Kalatburtis MUUUUU (5312)

ძაან მაგარი მცველია მაგრა მინდა მანჩესტერში

19:40 | 07.07.2014
Francisco Franco (132)

Magari mcvelia Pepes tynavs

0.128662