გერმანული “დორტმუნდის” ცენტრალური მცველი ნევენ სუბოტიჩი მიიჩნევს, რომ თუ მის გუნდს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა სურს, დორტმუნდელებმა დაცვის ხაზს დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ.
“გასულ სეზონში 42 გოლი გავუშვით. ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრია. გაშვებული გოლების რაოდენობა გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ თავი უკეთ უნდა დავიცვათ. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ახალ სეზონს წარმატებით დავიწყებთ.
შეცდომებს ყველა უშვებს, რადგან ადამიანები ვართ. თუმცა, იმედი მაქვს, ახალ სეზონში, შეცდომებს თავს ავარიდებთ და წარმატებულ ჩემპიონატს ჩავატარებთ.” – ციტირებს სუბოტიჩის სიტყვებს Goal-ი.