კატალონიური “ბარსელონას” სპორტული დირექტორის პოსტზე ანდონი სუბისარეტას მუშაობის პერიოდში, კლუბი ფეხბურთელების შესაძენად უფრო მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე მათი გაყიდვით შოულობს.
სპორტ.ეს-ის ცნობით, 52 წლის ფუნქციონერი ამ თანამდებობაზე 2010 წლიდან მუშაობს და დღემდე “ბარსელონამ” ახალი ფეხბურთელების შესაძენად 198,5 მილიონი ევრო დახარჯა, გაყიდვებისგან კი, 113 მილიონი მიიღო.
ამრიგად, უკანასკნელი 3,5 წლის განმავლობაში კატალონიური კლუბი სატრანსფერო დეფიციტმა 85 მილიონი ევრო შეადგინა.





