კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ "სელტას" თავკაცი ლუის ენრიკე შეაქო და ესპანელს დიდებული მწვრთნელი უწოდა.
როგორც უკვე იცით, ლუის ენრიკეს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ხერარდო მარტინოს შემცვლელად მოიაზრებენ და თუ ესპანურ მედიას დავუჯერებთ, მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.
თავად ესპანელი მწვრთნელი ჭორებს უარყოფს და აცხადებს, რომ არავის საქმეა იგი ვის ხვდება და ვის ელაპარაკება.
ლუის ენრიკემ "სელტა" შარშან ზაფხულში ჩაიბარა და პრიმერადივიზიონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ვიგოელები მერვე ადგილზე უმოტივაციოდ იმყოფებიან.
გიორგი ბალახაძე