ფეხბურთი

18:35 | 30.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუარესს კოსოვოში ეპატიჟებიან

“ლივერპულის” ურუგვაელ ვარსკვლავს, ლუის სუარესს სათამაშოდ კოსოვოში იწვევენ. ამ ინფორმაციას, კოსოვოურ Sport Plus-ზე დაყრდნობით, ბრიტანული The Telegraph-ი ავრცელებს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე, იტალიასთან გამართულ მატჩში ჯორჯო კიელინისთვის კბენის გამო, ლუის სუარესი ყოველგვარ საფეხბურთო აქტივობას 4 თვით ჩამოშორეს. ამის მიუხედავად, “ბარსელონა” ურუგვაელის დამატების სურვილს გამოთქვამს და ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიელები მიზნის მიღწევასძან ახლოს არიან.

კოსოვოური “ჰაივალიას” სახით, “ბარსელონას” კონკურენტი გამოუჩნდა. კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია FIFA-ს წევრი არაა. შესაბამისად, ამ ქვეყანაში 4 თვით გადასვლის შემთხვევაში, სუარესს დისკვალიფიკაციის ვადის დროს თამაში შეეძლება.

“სუარესს ფეხბურთის თამაში მომდევნო 4 თვის განმავლობაში არ შეუძლია. ვინაიდან ჩვენ FIFA-ს წევრი ქვეყანა არ ვართ, ვფიქრობ, მას კოსოვოში თამაშის უფლება ექნება. ასე რომ, “ლივერპულს” შეთავაზებას გავუგზავნით.

“ჰაივალია” მზადაა სუარესში 25 ათასი ფუნტი გადაიხადოს, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი ყოველთვიურად 1200 ფუნტი იქნება. ეს შეთავაზება, შესაძლოა, სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ ამაზე მეტი არ შეგვიძლია.

თუ სუარესი ჩვენთან თამაშს ისურვებს, მას სიხარულით დავხვდებით. რადგან FIFA-ს წევრები არ ვართ, ეს მისთვის იდეალური იქნება.” – აცხადებს “ჰაივალიას” დირექტორი შავიტ პაკოლი.

0.122088