ფეხბურთი

12:09 | 28.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუარესს იტალიასთან ელიან

 

ურუგვაის ეროვნული ნაკრების ტრავმირებული ფორვარდი ლუის სუარესი კოსტა რიკისა და ინგლისის ნაკრებებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საწყის ორ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ურუგვაული გამოცემების ინფორმაციით, “ლივერპულის” მეგოლე მოედანს იტალიის ნაკრებთან ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში დაუბრუნდება.

მოგეხსენებათ, სუარესმა 5 დღის წინ მენისკის ოპერაცია გაიკეთა და უქმადაა. მედიკოსების პროგნოზით, “ლივერპულის” ფორვარდს 3 კვირის გამოტოვება მოუწევს.

ურუგვაელთა დამრიგებელი ოსკარ ტაბარესი იმედს არ კარგავს და მზადაა, ტრავმირებული სუარესი ბრაზილიაში მაინც იახლოს.

0.128951