ინგლისური “ლივერპულის” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ის ფეხბურთის თამაშს მერსისაიდულ გუნდში განაგრძობს.
სიახლე არავისთვისაა, რომ სუარესი “ლივერპულიდან” წასვლის სურვილს გამოთქვამდა, ხოლო მისი შეძენა “რეალსა” და “არსენალს” უნდოდათ. ფეხბურთელმა გუნდის გამოცვლის სურვილი საჯაროდაც დააფიქსირა, მაგრამ ვერაფერს გახდა – “ლივერპული” მის გაყიდვაზე უარზე იყო. როგორც ირკვევა, ინგლისელებმა მიზანს მიაღწიეს და სუარესის ტრანსფერი არ შედგება.
“სავარაუდოდ, “ლივერპულში” დავრჩები. კარიერას სწორედ ამ კლუბში განვაგრძობ.” – აცხადებს სუარესი ურუგვაულ El Observador-თან საუბრისას.
იგივე ურუგვაული გამოცემის ინფორმაციით, ლუის სუარესი არა მხოლოდ “ლივერპულში” დარჩენის, არამედ ახალი კონტრაქტის გაფორმების საკითხსაც განიხილავს. ეს იმის ფონზე, რომ მას გუნდის მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს.