ფეხბურთი

14:57 | 20.05.2014 | ნანახია 935 - ჯერ

სუარესი ოპტიმისტურადაა განწყობილი

"ლივერპულის" თავდამსხმელ ლუის სუარესს სჯერა, რომ ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს ინგლისის დამარცხება შეუძლია.

"ინგლისს ძლიერი ნაკრები ეყოლება. ფეხბურთელები პრემიერლიგიდან არიან და ეს ბევრს ნიშნავს. ჩვენ მათი სუსტი წერტილებიც ვიცით და დამარცხება შეგვიძლია. წინა წელიწადს კონფედერაციის თასზე ბრაზილიასთან დავმარცხდით, თუმცა ამან უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა, რადგან ვთვლი ჩვენ უფრო კარგად ვითამაშეთ" _ განაცხადა სუარესმა.

ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ურუგვაელთა 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფს ბრაზილიაში აფასებს და აღნიშნავს, რომ ახლა სხვა დროა და ისტორიაში შესასვლელად ნაკრებს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაი მსოფლიო ჩემპიონატზე ე.წ "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა, სადაც ინგლისის, იტალიის და კოსტა რიკის ეროვნულ ნაკრებებთან გაარკვევს ურთიერთობას. სამხრეთ ამერიკელები ინგლისს 19 მაისს დაუპირისპირდებიან.

გიორგი ბალახაძე

 


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:52 | 20.05.2014
januzaj (582)

ინგლისი ჯგუფიდან უეჭველი მგონია რო გავა(ჯგუფის მერე ჩაყვინთავენ ისევ) და ურუგვაიმ თუ აყლაპა იტალიას ოო....

ისე პორტუგალია არანაკლებ დღეშია ჯგუფიდან ადვილად გადის ვითომ მაგრამ გერმანიას თუ ვერგაასწრო სავარაუდოდ ბელგიას დაეჯახება რაც ძალიან ცუდი იქნება... (((

17:06 | 20.05.2014
alejandro (44439)

italiafun-juventino
ესპანეთს საერთოდ არ ქონდა მუნდიალი მოგებული,მაგრამ გრანდი არ იყო?
ურუგვაის გრანდობა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია,მაგრამ კარგი გუნდი ნამდვილად არის! D:

17:09 | 20.05.2014
italiafun-juventino (12319)

კაი რაა 2 მუნდიალი და ყველაზე მეტი მგონი 15 კოპა ამერიკა აქვს მოგებული წინა მუნდიალზეც ნახევარფინალში გავიდა და მეტი რა უნდა ქნას....ინგლისს თუ გრანდად ითვლება მაშინ ურუგვაიც გრანდია....

15:40 | 20.05.2014
italiafun-juventino (12319)

აძურის და თქვენ გგულშემატკივრობთ ამ მსოფლიოზე მთელი გულით...............მიდითთ

15:26 | 20.05.2014
chamilo (33560)

არ მგონია რომ ინგლისი ჯგუფში ჩარჩეს,სტარტი კარგი აქვთ ხოლმე მერე უჭირთ,იტალიას კი დაწყება უჭირს ყოველთვის

15:11 | 20.05.2014
shakooo7 (2507)

ინგლისი 2 წაგებითი იწყებს

15:09 | 20.05.2014
dixdavid (458)

მე ამათ მხარეზე ვარ.
ორი გრანდიდან ერთს, ურუგვაი ჯგუფში ჩატოვებს და რატომღაც მგონია, რომ ეს ინგლისი იქნება.

15:39 | 20.05.2014
italiafun-juventino (12319)

ურუგვაი გრანდი არაა? )

15:56 | 20.05.2014
alejandro (44439)

არა!

16:28 | 20.05.2014
italiafun-juventino (12319)

რატომ? ორი მსოფლიო აქვს მოგებული ყველაზე მეტი კოპა ამერიკა და მეტი რა ქნას? ) ინგლისი თუ გრანდია ურუგვაი რატომ არ არის?

15:04 | 20.05.2014
alejandro (44439)

ეს არ ვიცი,მაგრამ პირველივე ტორი ამ ჯგუფში ინგლისი-იტალია რომ(14-ში ღამე,15 რომ უნდა გათენდეს) ღამის 02:00 საათზეა,ეგ ვიცი D: D:
აღარც სუარესის რეალშიტრანსფერის იმედი მაქვს! არავისთან ხვეწნა არ გვჭირდება,თვითონ უნდა მოილტვოდეს ფეხბურთელი რეალში!

16:58 | 20.05.2014
abuka (1007)

ყველა გზა რეალში არ მიდის! ყველაფერს ფულით ვერ იყიდი,სხვა დანარჩენებისთვის მასტერკარდი არსებობს

0.135417