"ლივერპულის" ურუგვაელი თავდამსხმელის, ლუის სუარესის განცხადებით, მის გუნდს მოთმინება მართებს, რათა სანუკვარი ჩემპიონობის ტიტული მოიპოვოს. “ნორვიჩთან” სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ (2:3), სუარესმა SKy Sports-ს განუცხადა:
"რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ, სამი ქულა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. კარგად ვირჯებით და ვიცოდით "ნორვიჩთან" თამაში ყოველთვის რთულია. მომავალ შეხვედრაში "ჩელსის" წინააღმდეგ სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებს. სეზონის დასაწყისში გვინდოდა ოთხეულში მოვხვედრილიყავით და ეს გავაკეთეთ კიდეც."
მერსესაიდელები ჩემპიონთა ლიგას უბრუნდებიან. ურუგვაელმა თავდამსხმელმა კი იან რაშის 1986-87 წლების შედეგი გაიმეორა და ამ სეზონში უკვე 30 გოლი აქვს გატანილი. მან თავის ჩინებულ თამაშზეც გააკეთა განცხადება:
"ჩემი ყოველი კარგი თამაში გუნდის წარმატებას ემსახურება. სასიხარულოა, რომ უკვე 30 გოლი გავიტანე, მაგრამ ჩემი მიზანია გუნდს კიდევ უფრო დავეხმარო. "ლივერპული" ცხრილის სათავეშია და ეს ფაქტი სიამოვნებას გვაიჭებს. "
შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" ლონდონის "ჩელსის" კვირას "ენფილდზე" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის ჩემპიონი გახდება.
გიორგი ბალახაძე