“ლივერპულის” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ბრიტანულ გამოცემებს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ კლუბის გამოცვლა არ სურს. ამით ურუგვაელი ფეხბურთელი ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მერსისაიდელთა მეგოლით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული.
“მეც და ჩემი ოჯახიც ლივერპულში თავს ბრწყინვალედ ვგრძნობთ – ციტირებს The Mirror ლუის სუარესის სიტყვებს – მინდა ყველა დავამშვიდო, აქედან არსად წასვლა არ მინდა. ამჯერად კი მხოლოდ პრემიერლიგაზე და “ლივერპულის” საჩემპიონო შანსზე ვფიქრობ. ტიტულის მოპოვება უდიდესი წარმატება იქნება”.