ფეხბურთი

10:18 | 28.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი ინგლისში წლის საუკეთესოა, აზარი – საუკეთესო ახალგაზრდა

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად “ლივერპულის” შემტევი, ლუის სუარესი დაასახელა. ურუგვაელმა წლევანდელი პრემიერლიგის 31 მატჩში 30 გოლი გაიტანა და მისი გუნდი ჯერჯერობით პირველ ადგილზეა. “ამ ჯილდოს პარტნიორებსა და მწვრთნელებს ვუძღვნი, მათ გარეშე ვერაფერს მივაღწევდი,” – თქვა სუარესმა დაჯილდოვებისას.

მეორე ადგილი “ჩელსის” ნახევარმცველმა ედენ აზარმა დაიკავა, მესამე – “მანჩესტერ სიტის” იაია ტურემ.

საინტერესოა, რომ ნომინანტთაგან არცერთია ინგლისელი.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აზარი დაასახელეს, მეორე ადგილზე “ლივერპულის” დენიელ სტარიჯია, მესამეზე - “საუთჰემპტონის” ლუკ შოუ.

0.11612