დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, “ლივერპულის” ფორვარდ ლუის სუარესს ფლანგზე მოუწევს ასპარეზობა. The Guardian-ის ცნობით, მერსისაიდელთა თავკაცი ბრენდაჯ როჯერსი ცენტრფორვარდის პოზიციაზე დანიელ სტარიჯს დატოვებს.
ერთ-ერთ ფლანგზე ლივერპულელები ახალწვეულ ვიქტორ მოზესს გაამწესებენ, მეორეზე – სუარესს. თავდამსხმელების უკან ფილიპე კოუტინიო გაირჯება.
ცნობისათვის, სუარესს დისკვალიფიკაციის მოსახდელად კიდევ 2 მატჩი დარჩა.