"ნიუკასლთან" მატჩის წინ ლივერპულის თავდამსხმელმა ლუის სუარესმა აღნიშნა, რომ ცრემლებს ვერ იკავებდა, როდესაც "კრისტალ პალასთან" ფრედ ითამაშეს.
"თანაგუნდელები მამხნევებდნენ, მაგრამ ტირილს ვერ ვწყვეტდი. ყველა თამაშში გულით ვირჯებოდი და ძალიან მეწყინა. ჩვენ შანსი ხელიდან გავუშვით და ჩემს თანაგუნდელებსაც თანავუგრძნობ." _ განუცხადა Daily Mail-ს სუარესმა.
ურუგვაელმა ფეხბურთელმა აგრეთვე განაცხადა, რომ სეზონის სტარტზე კლუბს სხვა მიზანი ჰქონდა.
"სეზონის დასაწყისში ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იყო. მოვლენები სხვანაირად განვითარდა და მერე მივხვდი, რომ საერთოდაც ჩემპიონობა შეგვეძლო, მაგრამ ბოლო ორი მატჩი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. ჩემს საფეხბურთო კარიერაში საუკეთესო სეზონი მქონდა და მინდა ჩემპიონთა ლიგაზეც საუკეთესო მეგოლე გავხდე."
შეგახსენებთ, რომ სუარესმა პრემიერლიგაში უკვე 31 გოლი გაიტანა. თუ ურუგვაელი "ნიუკასლის" წინააღმდეგაც გაიტანს, იგი ერთი სეზონის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.
გიორგი ბალახაძე