სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

0:18 | 22.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტურუას ვერცხლი, გაფრინდაშვილის ბრინჯაო

გუშინ ზურაბ სტურუამ (2525) და ნონა გაფრინდაშვილმა სენიორთა ევროპის ჩემპიონატზე რაპიდში ითამაშეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, დღეს კი მათ თავი ბლიცშიც გამოიჩინეს.

პორტუგალიის ქალაქ პორტუში მიმდინარე ტურნირზე ქართველთაგან ყველაზე უკეთ სტურუამ ითამაშა, რომელმაც 50 წელს გადაცილებულთა შეჯიბრში, 9 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ჩემპიონ ანტონიო ფროისს (პორტუგალია, 2352, 8.0 ქულა) ჩამორჩა.

ამავე კატეგორიაში 5.0 ქულით მე-6 შედეგი აჩვენა ციალა ქასოშვილმა (2112), ხოლო ნინო გურიელმა (2273) 4.0 ქულით მე-12 პოზიცია დაიკავა.

რაპიდის მსგავსად, ბლიცშიც ბრინჯაოს მედალი ერგო გაფრინდაშვილს (2256), რომელიც 65 წელზე მეტი ასაკის მოჭადრაკეთა ტურნირში ირჯებოდა. გაფრინდაშვილმა ებრაელი მარკ ცეიტლინის (2341) დარად 6.5 ქულა მოაგროვა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით მე-3 პოზიციაზე გავიდა.

ამავე ტურნირში თამარ ხმიადაშვილმა (2024) 4.0 ქულით მე-13 ადგილი დაიკავა, ჩემპიონი კი რუსი იური გორშკოვი (2286) გახდა 7.5 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114167