ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ოთხშაბათს სტუმრად მოთამაშე ხუთივე გუნდმა თითო გოლი გაიტანა. ორმა მათგანმა მოიგო, ხოლო სამი თამაში ფრედ დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ ერთი კვირის შემდეგ საკუთარ კედლებში მოთამაშე ხუთვე გუნდი წყვილის ფავორიტია.
სტუმარმა გუნდმა მოიგო დღის ცენტრალურ დაპირისპირებაშიც. „ლილისა“ და „პორტუს“ მატჩში გუნდები, ძირითადად, თამაშის წესების დარღვევით იყვნენ დაკავებულნი. მსაჯმა სულ 48 ჯარიმა დანიშნა. გოლი კი ერთადერთი გავიდა. 61-ე წუთზე, ენიეამამ მარტინესის დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ერერამ იმარჯვა და პორტუგალიელებს მოაგებინა.
სტუმარი გუნდის მინიმალური სხვაობით გამარჯვებით დასრულდა „სტანდარდისა“ და „ზენიტის“ დაპირისპირებაც. სანკტ პეტერბურგელებმა ერთადერთი გოლი თამაშის სტარტზე გაიტანეს. მე-16 წუთზე, ჰალკის გადაცემის შემდეგ, შატოვმა 10 მეტრიდან ზუსტად დაარტყა.
ერთადერთი მასპინძელი გუნდი, რომელმაც ანგარიშის გახნა მოახერხა, „ოლბორგია“. დანიელებმა აპოელ-ს მე-16 წუთზე გაუტანეს, მაგრამ მე-2 ტაიმის დასაწყისში თავადაც გაუშვეს და მეტოქეს შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი დაუტოვეს.
2 სწრაფი გოლი გავიდა „მარიბორისა“ და „სელტიკის“ შეხვედრაში. წყვილის ფავორიტმა შოტლანდიელებმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნეს, ხოლო მასპინძლებმა 8 წუთში გაათანაბრეს.
ოლბორგი-აპოელ 1:1 (1:0)
ოლბორგი, “ნორდიესკე” 9663
ოლბორგი (4-4-2): ლარსენი, კრისტენსენი (ალმანი 76), პეტერსენი, ტელანდერი, ბლაბიერგი, ვიშმანი, ვიურტცი, რიზგარდი, ტომსენი (ტრანე 86), იაკობსენი, ელენიუსი (დალსგაარდი 76).
მწვრთნელი: კენტ ნილსენი.
აპოელ (4-1-2-3): პარდო, სერხიო, გილერმე, კარლაო, ანტონიადესი, მორაიში, გომესი, ოლივეირა, შარალამბიდისი (ალექსანდრუ 66), შერიდენი (მანდუკა 90+3), დე ვინსენტი (პაპაცოღლუ 82).
მწვრთნელი: გიორგიოს დონისი.
გოლები: 1:0 ტომსენი (16), 1:1 ოლივეირა (54).
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 14 (5)-5 (2), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 1-3, სეივი: 1-4, ჯარიმა: 12-8.
სლოვანი-ბატე 1:1 (0:1)
ბრატისლავა, “პასიენკი” 8461
სლოვანი (4-4-1-1): პერნისი, ციკოსი, ჰუდაკი, გოროზიტო, იაბლონსკი, ზოფჩაკი (ჰალენარი 59), სტეფანიკი (ლასიკი 46), გრენდელი, მილინკოვიჩ, სუმა, ფორტი (ვიტეკი 72).
მწვრთნელი: ფრანტიეკ სტრაკა.
ბატე (4-3-3): ჩერნიკი, კაგუში, პოლიაკოვი, ფილიპენკო, მლადენოვიჩი, ვოლოდკო, ლიხტაროვიჩი (კარნიცკი 68), ოლეჰნოვიჩი, გორდეიჩუკი, როდიონოვი (სიგნევიჩი 87), კრივეტსი.
მწვრთნელი: ალექსანდრ იერმაკოვიჩ.
გოლები: 0:1 იაბლონსკი (44, ს.კ.), 1:1 ვიტეკი (80).
გაფრთხილებები: ჰუდაკი 24, სუმა 62, ლასიკი 85 - კაგუში 29, კრივეცი 35, ვოლოდკო 90+2.
მსაჯი: ოლეგარიო ბენკუერენსა (პორტუგალია).
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 11 (5)-12 (5), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 2-4, სეივი: 4-4, ჯარიმა: 18-13.
სტანდარდი-ზენიტი 0:1 (0:1)
ლიეჟი, “მორის დუფრასნი” 14435
სტანდარდი (4-4-2): კავაშმა, სიმანი, არსლანაგიკი, ტეიდეირა, ვან დამე, მ’პოკუ, ფატი, ლუისი, ლემბი (მლომბო 71), ვატი (მუჯანგი 65), დე კამარგო.
მწვრთნელი: გუი ლუზონი.
ზენიტი (4-4-2): ლოდიგინი, სმოლნიკოვი, გარაი, ლომბაერტსი, კრიშიტო, შატოვი (რიაზანცევი 82), ფაიზულინი, ტიმოშჩუკი, დანი, რონდონი, ჰალკი (სოლოვიევი 90+1).
მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში.
გოლი: 0:1 შატოვი (16).
გაფრთხილებები: მ’პოკუ 20, ვან დამი 26, ფატი 88 - დანი 46, სმოლნიკოვი 74.
მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია).
ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 8 (4)-17 (3), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 0-0, სეივი: 2-4, ჯარიმა: 19-17.
ლილი-პორტუ 0:1 (0:0)
ვილანოვ დ’ასკი, “ნორდ ლილ მეტროპოლი”
ლილი (4-3-2-1): ენიეამა, ბერია, კიაერი, ბაზა, სუარე, გეიე, მავუბა, ბალმონი (ლოპესი 62), კორშია, კალუ (რუ 76), ორიჟი (მენდესი 71).
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
პორტუ (4-2-3-1): ფაბიანუ, დანილო, მაიკონი, მარტინს ინდი, ალექს სანდრო, ნევესი (ევანდრო 74), კაზემირო, ტორესი (კუარეჟმა 89), ბრაიმი (ტელიო 60), ერერა, მარტინესი.
მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი.
გოლი: 0:1 ერერა (61).
გაფრთხილებები: ბალმონი 33, კორშია 52, რუ 82 - დანილო 7.
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 8 (2)-6 (4), კუთხური: 1-6, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 24-24.
მარიბორი-სელტიკი 1:1 (1:1)
მარიბორი, “ლიუდსკი”
მარიბორი (4-4-2): ჰანდანოვიჩი, სტოიანოვიჩი, რაიევიჩი, სულერი, ვილერი, ვრსიჩი (მენდი 73), ფილიპოვიჩი, დერვისევიჩი (მერტელი 81), ბოჰარი (სალალიჩი 79), ტავარესი, იბრაიმი.
მწვრთნელი: ანტე სიმუნძა.
სელტიკი (4-2-3-1): გორდონი, ლუსტიგი, დენაიერი, ვან დეიკი, იზაგირე, იოჰანსენი, მალგრიუ, მაკგრეგორი, კაიალი (ბიტონი 87), ბერგეტი (ემბროუზი 73), სტოკესი (გრიფიტისი 80).
მწვრთნელი: რონი დეილა.
გოლები: 0:1 მაკგრეგორი (6), 1:1 ბოჰარი (14).
გაფრთხილებები: ფილიპოვიჩი 51 - მაკგრეგორი 75, ლუსტიგი 90+2.
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 13 (6)-13 (4), კუთხური: 7-8, თამაშგარე: 1-4, სეივი: 3-5, ჯარიმა: 8-11.