ფეხბურთი

4:17 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტუმრების დღე ესპანეთში

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–9 ტურში, გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდა ვალიადოლიდში სტუმრად მოთამაშე სევილიას, მაგრამ სოლიდური უპირატესობა ქარს გაატანა და  ქულას დასჯერდა.

მატჩის დებიუტში, სევილიელები კარლოს ბაკამ დააწინაურა, ნახევარი საათის შემდეგ კი, ალბერტო მორენომ სტუმრებს 2–ბურთიანი უპირატესობა მოუტანა. თითქოს, ანდალუსიელთათვის ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, მაგრამ მატჩის დასკვნით 10 წუთში, უნაი ემერის გუნდმა ორი გოლი გაუშვა და მხოლოდ ფრეს მიაღწია – 2:2.

დანარჩენ მატჩებში, გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. „რაიო ვალიეკანომ“ მინიმალური ანგარიშით სძლია „ალმერიას“, „ხეტაფემ“ კი, „გრანადა“ 2:0 დაამარცხა.

ალბათ, ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ პრიმერა დივიზიონში გადასული „ელჩე“ ასეთი წარმატებით ითამაშებდა. ფრანკ ესკრიბას გუნდი „ბეტისს“ ესტუმრა და შინ 3 ქულით დაბრუნდა. პირველი ტაიმის შუა პერიოდის 5–წუთიან მონაკვეთში, მანუმ და ფიდელ ჩავესმა თითოჯერ დალაშქრეს მასპინძელთა კარი და „ელჩეს“ სოლიდური უპირატესობა მოუტანეს.

ტაიმის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე, ანდალუსიელმა ხორხე მოლინამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ მისმა გუნდმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა.

 

გრანადა. „ლოს კარმენესი“. 12000

გრანადა – ხეტაფე 0:2 (0:0)

გრანადა: რობერტო, ნიომი, დიაკატე, მურილიო, ანგულო, რესიო (პიტი 56), იტურა, ბრაიმი (რიკი 65), ბუონანოტე (მაინსი 34), პერეირა, ელ–არაბი.

მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

ხეტაფე: მოია, აროიო, ლ.ლოპესი, რ.ლოპესი, ლაგო, ბორხა (მარიკა 46), მოსკერა, პედრო ლეონი (მიჩელი 76), სარაბია (გავილანი 58), კასტრო, კოლუნგა.

მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა

გოლი: 0:1 მურილიო (47ს.კ), 0:2 პედრო ლეონი (55)

გაფრთხილება: დიაკატე (12), რობერტო (32), ბუონანოტე (32), რიკო (82) – მარიკა (50), ლაგო (84)

გაძევება: დიაკატე (31)

კარში დარტყმა: 12 (5) – 15 (7) ჯარიმა: 21 - 12 კუთხური: 9 - 3 თამაშგარე: 4 - 2 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 5 – 5

 

ალმერია. „ხუეგოს მედიტერანეოსი“. 10000

ალმერია – რაიო 0:1 (0:0)

ალმერია: ესტებანი, ნელსონი (ტორსილერი 47), პელერანო, ტრუხილიო, რაული, კორონა (აზიზი 61), სორიანო, ვერსა, ვიდალი (ბარბოსა 72), სუსო, როდრი.

მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

რაიო: რუბენი, არბილია, ტიტო, ხალვესი, გონსალესი, ტრასორასი, საული, კასტილიო (ლარივეი 75), ფალკე (მოხიკა 66), ვიერა, ბანგურა (პერეა 37).

მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლი: 0:1 ხალვესი (78)

გაფრთხილება: პელერანო (88), სორიანო (90) – ბანგურა (36), ხალვესი (44), საული (53), ტიტო (57)

გაძევება: საული (64)

კარში დარტყმა: 6 (2) – 16 (10) ჯარიმა: 21 - 13 კუთხური: 7 - 6 თამაშგარე: 5 - 0 ბურთის ფლობა: 44% - 56% სეივი: 9 – 2

 

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი. „30750

ბეტისი – ელჩე 1:2 (1:2)

ბეტისი: სარა, ნაჩო, ჩიკა (ჩული 46), პაულანი, ამაია, სევილია (მაბვატი 67), მატილია (ვერდუ 58), რეიესი, ხუანფრანი, კარლოსი, მოლინა.

მწვრთნელი: პეპე მელი

ელჩე: ერერა, სისმა, ლომბანი, სუარესი, ბოტია, მარკესი (სანჩესი 78), პერესი, ჩავესი, ხილი, მანუ (მანტეკონი 60), კორომინასი (ბოაკიე 85).

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლი: 0:1 მანუ (29), 0:2 ჩავესი (34), 1:2 მოლინა (41)

გაფრთხილება: ამაია (2), მატილია (23), სევილია (42), ხუანფრანი (62) – სისმა (24), ბოტია (40), ერერა (90)

გაძევება: სისმა (47)

კარში დარტყმა: 15 (7) – 7 (4) ჯარიმა: 22 - 8 კუთხური: 6 - 7 თამაშგარე: 6 - 5 ბურთის ფლობა: 66% - 34% სეივი: 2 – 6

 

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 13706

ვალიადოლიდი – სევილია 2:2 (0:2)

ვალიადოლიდი: მარინიო, რუედა, რუკავინა, ვალიენტე, პენია, ბერგდიჩი (მანუშუ 46), ებერტი, ბარაჰა (ალვარო 69), ომარი (რამა 68),როსი, გერა.

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

სევილია: ბეტუ, ნავარო, პარეხა, კარისუ, კალა, ფიგეირაში, მორენო, იბორა, მაჩინი, სამპერიო (პეროტი 78), ბაკა (გამეირო 80).

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლი: 0:1 ბაკა (2), 0:2 მორენო (31), 1:2 მანუშუ (81), 2:2 ებერტი (84)

გაფრთხილება: როსი (21), ებერტი (90) – კალა (5), კარისუ (35), ბაკა (53)

კარში დარტყმა: 11 (5) – 16 (6) ჯარიმა: 14 - 18 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 61% - 39% სეივი: 4 – 3

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110897