სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

0:41 | 11.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტუმრად მოგება საკმარისი არ აღმოჩნდა

 

ბოლნისის “სიონმა” შინ წაგებული მატჩის შემდეგ ალბანეთში “ფლამურტარს” 2:1 სძლია, თუმცა უეფა-ს თასის შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისელებმა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სარბიელზე გამართული მატჩი მოულოდნელად 2:3 წააგეს, ამგვარად სტუმრად რთული ამოცანის წინაშე იდგნენ, რომლის გადასაწყვეტადაც ხუთიოდ წუთი დააკლდათ.

არცთუ საინტერესო პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩში ანგარიში 56-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მოედანზე 2 წუთის წინ შესულმა ჯაბა უგულავამ გაიტანა.

ბოლნისელებს საერთო წარმატებისთვის კიდევ 1 გოლი სჭირდებოდათ და მათ 83-ე წუთზე ტაულიანტ კუჩის ავტოგოლის წყალობით იხეირეს, თუმცა, ქართული კლუბის სიხარულმა დიდხანს არ გასტანა.

შემდეგივე შეტევაში შეცვლაზე შესულმა არდიტ შეჰაიმ მირზა მერლანის კარი დალაშქრა და მართალია, ჯამური ანგარიში 4:4 დაფიქსირდა, მომდევნო ეტაპზე “ფლამურტარიმ” გააღწია.

 

უეფა-ს თასის I საკვალიფიკაციო ეტაპი. ფლამურტარი (ალბანეთი).

ფლამურტარი – სიონი 1:2 (0:0)

ფლამურტარი: ი.ლიკა, მიცი, ლენა, ველიუ, არბერი, მუზაკა (ლიჩაი, 89), ტელუში, ზეჩირი (შეჰაი, 67), კუჩი, აბილიალიაი, გ.ლიკა (მეტო, 78).

მწვრთნელი: ერნესტ გიოკა.

სიონი: მერლანი, კანდელაკი, სვანიძე, გოგობერიშვილი, განუგრავა (სამხარაძე, 65), ისიანი, ლობჟანიძე, იმედაშვილი, აფციაური, ფოფხაძე (ადამია, 81), გურეშიძე (უგულავა, 54).

მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე.

გოლები: 0:1 უგულავა (56), 0:2 კუჩი (ავტოგოლი), 1:2 შეჰაი (85).

გაფრთხილება: ლენა (30), ლიკა (45), შეჰაი (86) – განუგრავა (16), გოგობერიშვილი (73), აფციაური (89), უგულავა (96).

მსაჯი: პიზანი (მალტა).

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115282