კალათბურთი

20:26 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტუ-მ მეორე შეხვედრა მოიგო

 

30 ოქტომბერს, საერთაშორისო სტუდენტური ლიგის “ბ” ჯგუფში მოასპარეზე სტუ-მ მეოთხე შეხვედრა კიევში (უკრაინა), ამავე ქალაქის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდთან ჩაატარა. დაძაბული მატჩი ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით დამთავრდა, რომლებმაც მეტოქე 7 ქულის სხვაობით – 70:63 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა, აქამდე ჩატარებული შეხვედრებიდან, თბილისში როსტოვის (რუსეთი) სფუ-ს (სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტი) 90:71 მოუგეს, ხოლო მსუ-სთან (მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი) 8 ქულის სხვაობით_ 75:83 დამარცხდნენ. სტუ-მ პირველი გასვლითი შეხვედრა ხარკოვის (უკრაინა) ხპი-თან(ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი) ჩაატარა. უაღრესად დაძაბული შეხვედრა მასპინძლებმა 67:63 მოიგეს.

ქართველი კალათბურთელები მორიგ, მე-5 შეხვედრას, 10 ნოემბერს თბილისში ჩაატარებენ და როსტოვის რსეუ-ს უმასპინძლებენ.

“ბ”ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა 30 ოქტომბრისათვის.

მსუ     3 3 0 6

სტუ    4 2 2 6

ხპი      2 2 0 4

რსფუ 3 1 2 4

რსეუ 2 0 2 2

კპი      2 0 2 2

0.135066