"რომას" ჰოლანდიელი ახალწვეული კევინ სტროტმანი "ჯალოროსოს" შემადგენლობაში თამაშით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ გუნდში ფრანჩესკო ტოტის ფაქტორი ძალიან დიდია.
"გასულ კვირას "ვერონას" წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ. "რომას" მხოლოდ ერთი მეთაური ყავს და ის ფრანჩესკო ტოტია", - თქვა სტროტმანმა.
შეგახსენებთ, რომ ჰალანდიის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი "რომამ" პსვ-გან 16 მილიონ ევროდ შეიძინა.
გიორგი ბალახაძე