ფეხბურთი

21:22 | 10.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტროტმანი: “შემდეგ სეზონს მოუთმენლად ველოდები”

იტალიური "რომას" ჰოლანდიელი ნახევარმცველი კევინ სტროტმანი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე და იტალიის ჩემპიონატში ბრძოლას მოუთმენლად ელის.

24 წლის ფეხბურთელმა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს. მიუხედავად ამისა, სტროტმანი იმედიანადაა განწყობილი და მომავალ სეზონს ელის.

"ყოველდღიურად უმჯობესდება ჩემი ჯანმრთელობა და დარბაზში უკვე ვარჯიშობ კიდეც. თანაგუნდელებს ჩემი პროგრესი უხარიათ. მადლობას ვუხდი კლუბს გვერდში დგომისთვის. მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც ვიასპარეზებთ. ძალიან ბედნიერი ვარ კლუბში და რა თქმა უნდა, სკუდეტოს მოგებას კვლავ შევეცდებით”, - განუცხადა სტროტმანმა "რომას" სამაუწყებლო არხს.

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122366