“რომას” ჰოლანდიელი ნახევარმცველი კევინ სტროტმანი, რომელიც იტალიურმა კლუბმა ზაფხულში “ეინდჰოვენისგან” 20 მილიონ ევროდ შეიძინა, ერთ-ერთ აპენინურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ტრანსფერი რომაული კლუბის მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას დაჟინებული მოთხოვნით განხორციელდა. 23 წლის ჰავბეკმა მიმდინარე სეზონში “რომას” შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლით და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
“ბევრს უკვირდა, რატომ გადაიხადეს რომაელებმა ჩემს ტრანსფერში ამხელა თანხა. კრიტიკის ქარცეცხლიც გამოვიარე, მაგრამ საბედნიეროდ, ყველანაირ წნეხს გავუძელი. ახლა უკვე ყველაფერი რიგზეა, რაც პირველ ყოვლისა რუდი გარსიას დამსახურებაა. მადლობა ჩვენს მთავარ მწვრთნელს. სწორედ მისი ინიციატივით განხორციელდა ტრანსფერი” – განაცხადა სტროტმანმა.