ფეხბურთი

23:31 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტრამაჩონიმ "უდინეზე" ჩაიბარა

 

 იტალიელი ახალბედა მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი "უდინეზეს" მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში უთავკაცებს.

აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს. "უდინეზეს" ხელმძღვანელობა 38 წლის მწვრთნელთან კონტრაქტს 6 ივნისს გააფორმებს.

ანდრეა სტრამაჩონი ფრანჩესკო გვიდოლინის შეცვლის, რომელმაც კლუბის ტექნიკური დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

იტალიელის სამწვრთნელო კარიერა მხოლოდ "ინტერში" მუშაობის პერიოდით შემოიფარგლება - 2012 წლის მარტიდან 2013 წლის მაისამდე.

გიორგი ბალახაძე

0.114929