ფეხბურთი

17:30 | 2.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტრამაჩონიმ და კასანომ გასახდელში იჩხუბეს

 

იტალიური გამოცემების, La Gazzetta dello Sport-ისა და La Republicca-ს ცნობით, “მილანის” ინტერის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა სტრამაჩონიმ და გუნდის თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ ერთმანეთში იჩხუბეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარასკევის ვარჯიშის შემდეგ, სტრამაჩონი და კასანო ერთმანეთში მშვიდად საუბრობდნენ, რასაც მათ შორის სიტუაციის დაძაბვა და ჩხუბი მოჰყვა.

ფეხბურთელთან კონფლიქტი დაადასტურა სტრამაჩონიმ, რომელიც მასსა და კასანოს შორის ფიზიკურ კონტაქტს უარყოფს: “ასეთი რამ ნებისმიერი იტალიური გუნდის გასახდელში შეიძლება მოხდეს. ვინ იცის, რამდენჯერ ჰქონია მსგავს შემთხვევას ადგილი და ის პრესის ყურადღების მიღმა დარჩენილა. ჩვენს შორის ფიზიკური კონტაქტი არ ყოფილა, მხოლოდ ვკამათობდით.” – აცხადებს სტრამაჩონი, რომლის თქმითაც, კასანო ხვალ, “კატანიას” წინააღმდეგ არ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111295