მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი აცხადებს, რომ მას გუნდიდან დათხოვნის არ ეშინია. 37 წლის სპეციალისტის “ინტერიდან” შესაძლო გაშვების საკითხი იტალიურ პრესაში აქტუალური იმის გათვალისწინებით გახდა, რომ მილანელები არასტაბილურ და წარუმატებელ სეზონს ატარებენ. “ინტერი” იტალიის თასს გამოეთიშა; სერია A-ში, სტრამაჩონის შეგირდები ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვიან; ხოლო ევროპის ლიგაზე, “ტოტენჰემთან” 0:3 წაგების შემდეგ, “ნერაძური” გამოვარდნასთან ძალიან ახლოსაა.
“ვფიქრობ, ჩემს მიერ გაწეული სამუშაო სეზონის ბოლოს შეფასდება და არა ახლა. პრეზიდენტის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ კლუბში მთავარი ისაა და ამიტომ, მას ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.
ჩემი მომავლის საკითხი მთელი სეზონის გათვალისწინებით გადაწყდება და არა ერთი თამაშის შედეგით. არასდროს ვნებდები. ყოველთვის კონცენტრირებული ვარ და თავს მთლიანად სამუშაოს ვუძღვნი.” – აცხადებს ანდრეა სტრამაჩონი.