მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი “სამპდორიას” ახალგაზრდა შემტევის, მაურო იკარდის საჯაროდ ქებას არ ერიდება. იტალიელი სპეციალისტის თქმით, 20 წლის არგენტინელი თანამედროვე თავდამსხმელია.
მიმდინარე სეზონში, მაურო იკარდი საკმაოდ კარგად თამაშობს და მან არაერთი ძლიერი ევროპული გუნდის ყურადღება მიიპყრო. მათ შორისაა მილანის “ინტერიც”, რომლის მწვრთნელიც არგენტინელისადმი სიმპათიებს საჯაროდ აფიქსირებს.
“იკარდი თანამედროვე ცენტრფორვარდია, რომელსაც შესანიშნავი საგოლე ალღო აქვს. ამ თვისებას ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელში იშვიათად შეხვდებით. იკარდის მომავალი? ახლა, ამ საკითხზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არაა.” – აცხადებს ანდრეა სტრამაჩონი.
შეგახსენებთ, რომ “სამპდორია” და “ინტერი” ერთმანეთს დღეს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ უამინდობის გამო, თამაში ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო.