წარუმატებლობების მიუხედავად, დევიდ მოიესს და მის შეგირდებს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის იმედი ჯარაც არ გადაწურვიათ და ვერც გაამტყუნებ. “მანჩესტერი” მე-4 ადგილზე მყოფ “ლივერპულს” მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება, სათამაშო კი კიდევ ბევრია. ეგ არის, “სტოკის” მსგავს გუნდებთან ქულების კარგვა, ალბათ აღარ ეპატიებათ. “სტოკს” პრემიერლიგაში ექვსი ტურის განმავლობაში აღარ ემარჯვა, საერთოდ კი სტოკელებმა “მანჩესტერს” ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მოუგეს. მაშინ ჯერ პრემიერლიგაც კი არ არსებობდა.
მატჩის წინ სტოკ-ონ-ტრენტში მსუყე წვიმა მოვიდა და თამაშის ხარისხს ამანაც დაამჩნია დაღი. ფებურთელები ხშირად უწყინარ სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს.
თავიდან სტუმრები უფრო ყოჩაღობდნენ, თუმცა მე-11 წუთზე მათ ჯერ ევანსი დაუშავდათ და მოიესი იძულებული გახდა ტაქტიკური გადაადგილებები განეხორციელებინა. მინდორზე რაფაელი გამოჩნდა, ერთადერთი მცველი, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ბრაზილიელმა მარჯვენა ფრთაზე დაიკავა ადგილი, ცენტრში კი სმოლინგს ჯონსი შეუწყვილდა. მარცხნივ ევრა ირჯებოდა. ტაიმის მიწურულს კი, როცა მასპინძლები ერთი ბურთით იგებდნენ (გოლი შოტლანდიელმა ჩარლი ადამმა გაიტანა), უკვე ჯონსმა მასპინძელ უოლტერსთან შეჯახებისას სახის ტრავმა მიიღო, ექიმები კარგა ხანს ცდილობდნენ მის მწყობრში მოყვანას, მაგრამ ბოლოს მაინც საკაცით გაიყვანეს მინდვრიდან. ამრიგად, “წითელ ეშმაკუნებს” დაცვაში პრობლემები შეექმნათ და მოიესი იძულებული გახდა დასახმარებლად კერიკი დაეწია უკან. ახლა ყველაფერი სტოკელთა ოსტატობაზე იყო დამოკიდებული. მართალია ჯერ ვან პერსიმ გაათანაბრა, მაგრამ მალევე ადამმა მეორე შეაგდო, ლამაზად, ცხრიანში და დუბლი მიითვალა. სტუმრები კიდევ შეეცადნენ მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ ამაოდ. მოიესმა მაინც ყველაფერი იღბალს დააბრალა: “ბევრი მომენტები შევქმენით, მაგრამ რეალიზება ვერ შევძელით. ეს ნამდვილი უიღბლობაა,” – წერია მანჩესტერელთა ოფიციალურ ტვიტერზე.
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “ევერტონმა,” რომელიც ფეხდაფეხ მისდევს თანაქალაქელ “ლივერპულს” და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას ცდილობს. თავიდან ბირმინგენელი სტუმრები იგებდნენ, მაგრამ მერსისაიდელებმა ხასიათი გამოავლინეს და ჯერ შეცვლაზე შესულმა ნეისმიტმა გაათანაბრა, დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე კი მირალასმა გამარჯვებისა გაიტანა. “ევერტონის” დამრიგებელი რობერტო მარტინესი მატჩის შემდეგ აღფრთოვანებას ვერ მალავდა: “დიდებულად შემოვაბრუნეთ თამაში. ეს ჩვენი ყველაზე ლამაზი გამარჯვება იყო წლევანდელ სეზონში. პირველი ტაიმი არ გამოგვივიდა, მაგრამ მეორეში ყველაფერი გამოვასწორეთ, მირალასს კი მართლაც შესანიშნავი დარტყმა გამოუვიდა,”
“ნიუკასლმა” შინ 0:3 წააგო “სანდერლენდთან.” შემდეგ “კაჭკაჭების” გაბრაზებულმა მწვრთნელმა, ალან პარდიუმ თქვა: “ვინც უკეთ ითამაშა, იმან მოიგო. შედეგით გაწბილებული ვარ. ჩემი გუნდი საკუთარ თავს არ ჰგავდა. მართალია მომენტები შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. კაბაიეს ტრანსფერი? დიახ, ჩვენ ძლიერი ფეხბურთელი დავკარგეთ, რომლის შემცვლელი ჯერჯერობით ვერ ვიპოვნეთ.”
ნიუკასლი – სანდერლენდი 0:3 (0:2)
ნიუკასლი. “სენტ ჯეიმსიზ პარკი.” 52 280
ნიუკასლი: კრული, დებიუში, ტეილორი, უილიამსონი, სანტონი (დამეტი 64), ბენ არფა, ტიოტე, სისოკო, ანიტა (მარვო 74), შოლა ამეობი, სემი ამეობი (დე იონგი 46)
მწვრთნელი: ალან პარდიუ
სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, ბერდსლი, მარკოს ალონსო, ჯონსონი (ლარსონი 77), სუნგ-იონგ კი, კოლბექი, ბრიდკუტი, ალტიდორე, ბორინი (გარდნერი 89)
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
გოლები: 0:1 ბორინი (19, პენ), 0:2 ჯონსონი (23), 0:3 კოლბექი (80)
გაფრთხილება: სანტონი (31), დამეტი (87); ო’ში (12), ბორინი (20)
მსაჯი: ფილიპ დოუდი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 10(9)-3(8), ჯარიმა: 17-12, კუთხური: 7-3, თამაშგარე: 2-0, სეივი: 2-10
ვესტ ჰემი – სუონსი 2:0 (2:0)
ლონდონი. “ბოლეინ გრაუნდი.” 31 848
ვესტ ჰემი: ადრიანი, დემელი, მაკარტნი, კოლინზი, ტომკინსი, დაუნინგი, ნოლანი (ნოჩერინო 87), ტეილორი (რიდი 79), ნოუბლი, ჯერვისი (კარლტონ კოული 66), კეროლი
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
სუონსი: ტრემელი, ტიენდალი, უილიამსი, ჩიკო, ხორდი ამატი (პოსუელო 63), დევისი, დე გუზმანი, რუტლიჯი, დაიერი (ნ’გოგი 76), შელვი (პაბლო ერნანდესი 70), ბონი
მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი
გოლები: 1:0, 2:0 ნოლანი (26, 45+1)
გაფრთხილება: ნოუბლი (33)
გაძევება: ენდი კეროლი (59)
მსაჯი: ჰოუვარდ უები
ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 2(5)-0(10), ჯარიმა: 6-8, კუთხური: 8-11, თამაშგარე: 0-2, სეივი: 0-2
კარდიფი – ნორვიჩი 2:1 (0:1)
კარდიფი. “კარდიფ სიტი სთედიუმი.” 26 748
კარდიფი: მარშალი, ტერნერი, ფაბიო (თეოფილე კეტრინი 75), კოლკერი, ჯონი, უითინგემი (ზაჰა 39), მედელი, მატჩი (გუნარსონი 67), ნუნი, ჯონსი, ბელამი
მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი
ნორვიჩი: რადი, ოლსონი, ბასონგი, ბენეტი, მარტინი, გუტიერესი (რედმონდი 75), ტეტი, სნოდგრასი, ჯონსონი (ფერი 75), ელმანდერი (ვან ვოლფსვინკელი 76), ჰუპერი
მწვრთნელი: კრის ჰოუტონი
გოლები: 0:1 სნოდგრასი (5), 1:1 ბელამი (49), 2:1 ჯონსი (50)
გაფრთხილება: ნუნი (59); ბენეტი (13), ელმანდერი (24), ტეტი (32), სნოდგრასი (90)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 3(5)-4(15), ჯარიმა: 8-8, კუთხური: 7-14, თამაშგარე: 2-2, სეივი: 5-3
ევერტონი – ასტონ ვილა 2:1 (0:1)
ლივერპული. “გუდისონ პარკი.” 39 469
ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, ბეინსი, დისტინი, სტოუნზი (ნეისმიტი 70), მაკგიდი (ჰიბერტი 87), ბერი, ოსმანი, მაკარტი, ბარკლი (პინაარი 46), მირალასი
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი (ალბრიგტონი 80), ბერტრანი, კლარკი, ბეიკერი, დელფი, ვესტვუდი, ბაკუნა, ჰოლტი (ელ აჰმადი 61), ბენტეკე, ვაიმანი (ტონევი 87)
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
გოლები: 0:1 ბაკუნა (34), 1:1 ნეისმიტი (74), 2:1 მირალასი (85)
გაფრთხილება: ბეინსი (86)
მსაჯი: რობერტ მედლი
ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 5(4)-0(3), ჯარიმა: 4-18, კუთხური: 13-1, თამაშგარე: 9-3, სეივი: 0-4
ფულემი – საუთჰემპტონი 0:3 (0:0)
ლონდონი. “ქრეივენ კოტეჯი.” 25 700
ფულემი: სტეკელენბურგი, ჰანგელანდი, რითერი, ბერნი, სიდუელი, დაფი (დემპსი 65), პარკერი (კასამი 73), რიჩარდსონი, კვისტი (ტანკოვიჩი 83), ჰოლტბი, ბენტი
მწვრთნელი: რენე მელენსტეენი
საუთჰემპტონი: ბორუცი, იოშიდა, ჟოზე ფონტე, შოუ, დევისი, ლალანა, შნაიდერლინი, ვანიამა (კორკი 46) ჩემბერსი (კლაინი 58), როდრიგესი (გალახერი 87), ლამბერტი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 0:1 ლალანა (64), 0:2 ლამბერტი (70), 0:3 როდრიგესი (75)
გაფრთხილება: როდრიგესი (16), ვანაიამა (26), შნაიდერლინი (34),
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 3(4)-4(8), ჯარიმა: 11-6, კუთხური: 4-5, თამაშგარე: 4-2, სეივი: 2-4
ჰალ სიტი – ტოტენჰემი 1:1 (1:0)
ჰალი. “კინგსტონი.” 24 932
ჰალ სიტი: ჰარპერი, როსენიორი, ფიგეროა, დევისი, მაკშეინი, ჰადლსტოუნი, ელ მუჰამადი (კორენი 70), მეილერი, ლონგი, იელავიჩი (საგბო 88), ბრეიდი (ბოიდი 69)
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი, დოუსონი, როუზი, უოლკერი, ლენონი, პაულინიო, ერიკსენი, ბენტალები, ადებაიორი (კეინი 90), სოლდადო
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
გოლები: 1:0 ლონგი (12), 1:1 პაულინიო (61)
გაფრთხილება: მეილერი (75); სოლდადო (90+2)
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 3(5)-4(6), ჯარიმა: 13-10, კუთხური: 4-10, თამაშგარე: 4-4, სეივი: 2-3
სტოკი – მანჩესტერი 2:1 (1:0)
სტოკი. ”ბრიტანია.” 26 547
სტოკი: ბეგოვიჩი, პეტერსი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, ადამი, ველანი (პალასიოსი 83), კრაუჩი, ოდემვინგიე, უოლტერსი (აირლენდი 60), არნაუტოვიჩი (ასაიდი 72)
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
მანჩესტერი: დე ხეა, ევრა, ევანსი (რაფაელი 11), სმოლინგი, ჯონსი (უელბეკი 45), კერიკი, იანგი, კლევერლი, ვან პერსი (ერნანდესი 79), რუნი, მატა
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გოლები: 1:0 ადამი (38), 1:1 ვან პერსი (47), 2:1 ადამი (52)
გაფრთხილება: უოლტერსი (58), კამერონი (90); რუნი (54), კერიკი (83)
მსაჯი: ნილ სუარბრიკი
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 2(3)-3(4), ჯარიმა: 15-7, კუთხური: 7-10, თამაშგარე: 3-3, სეივი: 3-4
მეგოლეები:
23 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
15 – სერხიო აგუერო (“სიტი”)
13- დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)





