ფეხბურთი

0:09 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტოიჩკოვი: “ბარსელონა” ფულს ქარს ატანს”

“ბარსელონას” ლეგენდა ხრისტო სტოიჩკოვი კატალონიური კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას აკრიტიკებს. ბულგარელის თქმით, “ბარსა” ფეხბურთელებში დიდ ფულს ხარჯავს, სანაცვლოდ კი ცოტას იღებს.

“ბარსელონამ” ფული ქარს გაატანა და კატალონიელები ამას ისევ განაგრძობენ. ტიაგო ალკანტარა 25 მილიონად გაიყიდა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 90 მილიონი იყო.

იგივე ეხებათ რაფინიას, ფონტასსა და მარტინ კასერესს. ამის პარალელურად, პუიოლის შემცვლელი ჯერ კიდევ ვერ მოიძებნა, ხოლო იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი 66 მილიონი დაჯდა.” – აცხადებს სტოიჩკოვი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სტოიჩკოვის კომენტარი რამდენიმე ფაქტობრივ უზუსტობას შეიცვავს. ტიაგო ალკანტარას “ბაიერნში” გაყიდვის დროს, მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევრო იყო, ხოლო მისი ძმა, რაფინია ალკტანარა “ბარსელონას” არ გაუყიდია – ის “სელტაში” არენდით თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108844