ფეხბურთი

12:26 | 14.08.2013 | ნანახია 5731 - ჯერ

სტივენ ჯერარდი: “სუარესი სხვა ინგლისურ კლუბში არ ითამაშებს”

ინგლისის “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი დარწმუნებულია, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი სხვა ინგლისურ კლუბში არ გადავა და შესაბამისად, მომავალ სეზონში მისი უშუალო მეტოქე არ იქნება.

26 წლის ფეხბურთელის შეძენა ლონდონის “არსენალს” სურდა და გავრცელებული ინფორმაციით მერსისაიდელებს 42 მილიონ გირვანქას სთავაზობდა, თუმცა, მოცემული მომენტისთვის შეთანხმება არ შემდგარა.

“თუ შემიძლია მის გადაწყვეტილებაზე გავლენა ვიქონიო, ვეცდები დარჩენაში დავარწმუნო, რადგან ეს მნიშვნელოვანია “ლივერპულისთვის”. აუცილებელია წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება. მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებული ვარ, რომ ის სხვა ინგლისურ კლუბში არ გადავა” - განაცხადა ჯერარდმა.

რა ბედი ეწევა სუარესს, ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ის პირველ გუნდს ჩამოაშორა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:38 | 11.08.2024
alfadhirhaiti (7530)

ჯანმრთელობაზე მეფიქრება, ნეტა რამდენად კომპეტენტური ექიმ(ებ)ი ჰყავთ შტაბში?! ისედაც 3 ძალოსანით მივიღეთ მონაწილეობა ჩვენდა საგანგაშოდ და აქედან ლაშას ჩათვლით სამივეს ტრავმა ჰქონდა.

01:30 | 11.08.2024
KoRBeN DaLLaS (24844)

ნეტა თუ მოისურვებს კიდევ ოთხი წლით სპორტში დარჩენას რომ მეოთხე ოლიმპიური ოქროთი უპირობოდ ყველა დროის საუკეთესო ძალოსანი გახდეს.
ეს ნამდვილად სამოტივაციო მომენტია მისთვის, მთავარია ჯანმრთელობა.

0.071033
5731