"ლეიკერსის" ძირითადმა გამთამაშებელმა სტივ ნეშმა "ბოსტონთან" მოგებულ მატჩში (113:99) 7 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და კარიერის განმავლობაში 10144 შედეგიანი პასი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით კანადელმა კალათბურთელმა თვით ლეგენდარულ მეჯიქ ჯონსონს გადაასწრო - იტყობინება The Associated Press.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სტივ ნეში საშუალოდ მატჩში 7,4 შედეგიან გადაცემას ასრულებს, კარიერის განმავლობაში კი 8,6-ს.
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=rTWft9csOY0
გიორგი ბარბაქაძე