კალათბურთი

11:16 | 28.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტივ კარის 54 ქულა და დასანანი მარცხი "ნიქსთან"

"გოლდენ სტეიტის" ძირითადმა გამთამაშებელმა სტივ კარიმ გუშინ "ინდიანასთან" მიმდინარე სეზონში პირადი რეკორდი დაამყარა, ჩაუგდო რა მეტოქეს 38 ქულა, დღეს გამთენიისას კი მან კიდევ უფრო მაღალ დონეზე ითამაშა და “მედისონ სქვერ გარდენში” "ნიუ იორკ ნიქსს" 54 ქულა Uუთავაზა 2009 წლის შემდეგ (მანამდე ლებრონი) გახდა პირველი სტუმარი გუნდის მოთამაშე, რომელმაც “მედისონ სქვერ გარდენში” 50-ზე მეტი ქულა ჩააგდო). კარი ფაქტობრივად შეუჩერებელი გახლდათ, მან 13-დან 11 სამქულიანი ზუსტად ჩასვა კალათში (გაიმეორა მარშალის და ბრაიანტის მიღწევა) და ერთადერთი ზუსტი შორეული ტყორცნა დააკლდა, რათა ნბა-ს ისტორიაში შესულიყო, როგორც ერთ თამაშში ყველაზე მეტი სამქულიანის ჩამგდები კალათბურთელი.
"ნიუ იორკს" ერთადერთი პრობლემა გააჩნდა დღეს გამართულ მატჩში, მას როგორმე უნდა შეეჩერებინა სტუმართა 30 ნომერი, რაც ძალიან გაჭირდათ, თუმცა "ნიქსის"  ლიდერების შეტევაში კარგი თამაშის ხარჯზე მაიკ ვუდსონის დამოძღვრილებმა   მაინც მოახერხეს მეოთხე მეოთხედის მიწურულს ინიციატივის ხელში ჩაგდება, ფელტონმა მეტოქეს დაუფარა, სწრაფ კონტრშეტევაზე კი მელომ ზუსტი სამქულიანი ჩასვა, "გოლდენ სტეიტმა" კიდევ ერთხელ დაკარგა ბურთი საპასუხო შეტევაში, რაც მორიგ ზუსტ ტყორცნად დაუჯდათ საკუთარ კალათში, ამჯერად თავი ჯეი არ სმიტმა გამოიჩინა, რის შემდეგაც მასპინძლებმა შეძლეს "უორიორზისა" და მისი ლიდერის საბოლოოდ დამარცხება 109:105.
"გოლდენ სტეიტს" სხვადასხვა მიზეზთა გამო აკლდა წინა ხაზის ორი ლიდერი დევიდ ლი და ენდრიუ ბოგუტი, მათ არყოფნაში კი ტაისონ ჩენდლერმა მეტოქის სამწამიანი ზონა “ააოხრა”, შეასრულა რა  28 მოხსნა, აქედან 10 მეტოქის ფარზე. "ნიქსის" რიგებში დებიუტი ქონდა კევინ მარტინს, რომელმაც 5 წუთამდე გაატარა პარკეტზე, თუმცა თავი დიდად არაფრით გამოუჩენია.
"ოკლაჰომა" აგრძელებს შთამბეჭდავ თამაშს. მცირე ჩავარდნის შემდეგ სკოტ ბრუქსის გუნდი ისევ მთელი სიმძლავრით ამუშავდა და ამჯერად მათ "ნიუ ორლეანი" გაანადგურეს 45 ქულიანი სხვაობით 119:74. მორიგი სამმაგი დუბლი ჩაიწერა საკუთარ აქტივში კევინ დურანტმა, რომლის მონაგარიც "ჰორნეთსთან" 18 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი გახლდათ.
ზაზა ფაჩულია და მისი "ატლანტა" წარმატებით აგრძელებენ 6 მატჩიან გასვლით ტურნეს და ზედიზედ მესამე მატჩის მოგება მოახერხეს მეტოქეთა ტერიტორიაზე. ამჯერად ჯორჯიის შტატის წარმომადგენლებმა "იუტა ჯაზი" დაამარცხეს 11 ქულიანი სხვაობით 102:91. კვლავ გამორჩეულები გახლდნენ ჯოშ სმიტი (24ქ+14მ) და ალ ჰორფორდი (34+15მ), რომელთაც მორიგი ორმაგი დუბლები ჩაიწერეს საკუთარ აქტივში. მათი კარგი გარჯის ფონზე ლარი დრიუმ კიდევ უფრო შეუმცირა  სათამაშო დრო ზაზას, რომელიც პარკეტზე 12:20 წუთით გამოჩნდა და ამ დროის განმავლობაში საკუთარ გუნდს 2 ქულა (2-2 საჯარიმო), 1 მოხსნა (შეტევაში) და 2 შედეგიანი პასი მოუტანა.
მოულოდნელად შინ წააგო "სან ანტონიომ", გრეგ პოპოვიჩს დამოძღვრილი გუნდი "ფინიქს სანზთან" დაეცა ოვერტაიმში 101:105. მასპინძლებს მწყობრში ჰყავდათ სამივე ლიდერი (დანკანი, პარკერი, ჯინობილი), თუმცა ფრანგი გამთამაშებლის უყურადღებო  თამაშის გამო '"სპურსმა" ჯერ ძირითად დროში ვერ შეძლო უპირატესობის გამოყენება, ხოლო დამატებით დროში მხოლოდ 1 ქულა ჩააგდო. კვლავ ძალიან კარგად ითამაშა სლოვენიელმა გორან დრაგიჩმა, რომელმაც 13 ქულასთან ერთად 13 შედეგიანი პასიც მიაწოდა თანაგუნდელებს.

ორლანდო - საკრამენტო 101:125 (22:36, 22:31, 24:31, 33:27)
ორლანდო: მური (11), ნიკოლსონი (8), ჰარკლესი (12), ვუჩევიჩი (4), აფლალო (15); ოქუინი (6), უდრიხი (14), ჰარისი (23), ჰარინგტონი (3), ჯონსი, ლემბი (5)
საკრამენტო: ტომასი (2), ევანსი (17), კაზინსი (13), ტომპსონი (8), სალმონსი (21); ჰოუსი, ტორნტონი (20), დაგლასი (8), ჯონსონი (10), პატერსონი (13), ფრედიტი (13)

კლივლენდი - ტორონტო 103:92 (20:25, 37:23, 23:23, 23:21)
კლივლენდი: ლივინგსტონი (15), უეიტერსი (23),ზელერი (6),  ტომფსონი (14), ჯი (6); მაილსი (10), უოლტონი (5), სპეიტსი (11), ელინგტონი (13)
ტორონტო: ლოური (11), დეროზანი (34), ვალანჩუნასი (5), გეი (24), ჯონსონი (10); ბარნიანი, ფილდსი (4), როსი, ანდერსონი (4), ლუკასი

ვაშინგტონი - დეტროიტი 95:96 (24:28, 31:23, 13:31, 27:14)
ვაშინგტონი: უოლი (6), ოკაფორი (15), ბუკერი (4), უებსტერი (5), ბილი (16); სერაფინი (12), არიზა (22), სინგლტონი (6), პრაისი (9)
დეტროიტი: ნაითი (32), სინგლერი (9), მონრო (26+11მ), მაქსიელი (4), კალდერონი (6); სტაკი (2), ჯერებკო (2), ბაინამი (2), ვილიანუევა (3),ინგლიში (10)

ნიუ იორკი - გოლდენ სტეიტი 109:105 (27:18, 31:37, 26:26, 25:24)
ნიუ იორკი: კიდი, შამპერტი (2), ჩენდლერი (16+28მ), ენტონი (35), ფელტონი (10); პრიჟიონი (3), სტადემაირი (14), სმიტი (26), ნოვაკი (3), უაითი
გოლდენ სტეიტი: კარი (54), ტომპსონი (6), გრინი (4), ბარნსი (3), ბიედრინში; ლენდრი (15), ჯეკი (14), ეზელი (4), ჯეფერსონი (5)

მემფისი - დალასი 90:84 (19:38, 23:17, 5:25, 24:24)
მემფისი: კონლი (5), ალენი (9), გასოლი (21+12მ), რენდოლფი (22+10მ), პრინსი (4); დაიე (10), ბეილისი (3), არტური (4), პოინდექსტერი (12)
დალასი: კოლისონი (8), მეიო (11), კამანი (6), მერიონი (16), ნოვიცკი (10); მ.ჯეიმსი (6),კარტერი (6), კრაუდერი (9), რაიტი, ბრენდი (12)

ჰიუსტონი - მილუოკი 107:110 (36:33, 19:22, 25:26, 27:29)
ჰიუსტონი: ლინი (10), ჰარდენი (25), აშიკი (16+22მ), მოტეიუნასი (13), პარსონსი (20); ბევერლი (3),დელფინო (12), რობინსონი (2), სმიტი (6)
მილუოკი: ჯენინგსი (8), ელისი (27+13პ),სანდერსი(10), მბა მოუტე (3),ილიასოვა (20); გუდენი, დანლივი (16), იუდო, რედიკი (14), ჰენსონი (12)

ოკლაჰომა - ნიუ ორლეანი 119:74 (30:21, 32:24, 34:15, 23:14)
ოკლაჰომა: ვესტბრუკი (29), სეფალოშა (8), პერკინსი, იბაკა (18), დურანტი (18+11მ+10პ); მარტინი (14), კოლისონი, ტაბიტი, ბრიუერი (5), ლიგინსი (4), ჯონსი (9)ჯექსონი (14)
ნიუ ორლეანი; რივერსი (9), ვასკესი (6), ლოპესი (7), ანდერსონი (14), ამინუ (7); ტომასი (8),მილერი (5),ანრი (9), რობერტსი (2),მეისონი (7),

სან ანტონიო - ფინიქსი დ.დ. 101:105 (27:25, 25:20, 25:22, 23:33, 1:5)
სან ანტონიო: პარკერი (22), გრინი (8), ლეონარდი (15), სპლიტერი (4), დანკანი (19+11მ); ჯექსონი (3), დიაუ, ჯინობილი (10), მილსი (2), დე კოლო (3), ბლერი (15)
ფინიქსი: დრაგიჩი (13+13პ), გორტატი (7), სკოლა (15), დადლი (6), ტაკერი (7); მარკუს მორისი (11), მარშალი (2), ონილი (22), ჯონსონი (8), მორისი (8), ბისლი (6)

იუტა - ატლანტა 91:102 (25:30, 23:26, 18:26, 25:20)
იუტა: უოტსონი, ფოი (11), ჯეფერსონი (26+11მ), ფეივორსი (17), მა. უილიამსი (8); ბარქსი (4),კანტერი (6), კეროლი (8), ჰაივარდი (11),
ატლანტა: ტიგი (19), ჰორფორდი (34+15მ), სმიტი (24+14მ), კორვერი (4), ჰარისი (12); ჯენკინსი (3), ფაჩულია (2), ჯონსონი (2),სტივენსონი (2)

პორტლენდი - დენვერი 109:111 (25:31, 25:27, 32:21, 27:32)
პორტლენდი: ლილარდი (26), მეტიუსი (16), ჰიქსონი (18+14მ), ოლდრიჯი (22), ბატუმი (10); ლეონარდი (13), მეინორი, კლავერი (4),
დენვერი: ლოუსონი (30), იგუდალა (29), კუფოსი (11), ფარიდი (10), ჩენდლერი; მილერი (5), ბრუერი (8), მაკგი (4), რენდოლფი (7)

 

1. სან ანტონიო 59 45 14 6149:5663 0.763
2. ოკლაჰომა 57 42 15 6087:5535 0.737
3. კლიპერსი 59 41 18 5928:5541 0.695
4. მემფისი 56 38 18 5225:5011 0.679
5. დენვერი 59 37 22 6227:6006 0.627
6. გოლდენ სტეიტი 58 33 25 5869:5893 0.569
7. იუტა 58 31 27 5714:5746 0.534
8. ჰიუსტონი 59 31 28 6275:6111 0.525
9. ლეიკერსი 58 28 30 5923:5873 0.483
10. პორტლენდი 57 26 31 5529:5692 0.456
11. დალასი 57 25 32 5758:5827 0.439
12. მინესოტა 54 20 34 5143:5259 0.370
13. ნიუ ორლეანი 59 20 39 5555:5765 0.339
14. ფინიქსი 59 20 39 5581:5897 0.339
15. საკრამენტო 59 20 39 5788:6186 0.339

 

 

1. მაიამი 55 41 14 5714:5321 0.745
2. ინდიანა 57 36 21 5356:5106 0.632
3. ნიუ-იორკი 54 34 20 5414:5209 0.630
4. ატლანტა 56 33 23 5476:5412 0.589
5. ბრუკლინი 58 34 24 5524:5501 0.586
6. ჩიკაგო 57 32 25 5279:5211 0.561
7. ბოსტონი 57 30 27 5481:5478 0.526
8. მილუოკი 56 28 28 5482:5533 0.500
9. ფილადელფია 55 22 33 5061:5269 0.400
10. ტორონტო 58 23 35 5633:5717 0.397
11. დეტროიტი 60 23 37 5693:5852 0.383
12. კლივლენდი 58 20 38 5671:5860 0.345
13. ვაშინგტონი 56 18 38 5154:5348 0.321
14. ორლანდო 58 16 42 5451:5796 0.276
15. შარლოტი 57 13 44 5339:5861 0.228




0.199571