“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” სათადარიგო გამთამაშებელი სტივ ბლიკი მუხლის ტრავმის გამო საკუთარ კლუბს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა – იტყობინება ESPN Los Angeles-ის ჟურნალისტი დეივ მაკმენამინი.
შეგახსენებთ, რომ ბლეიკმა დაზიანება პლეიოფის პირველი რაუნდის მეორე მატჩში, “სან ანტონიოსთან” დაპირისპირებისას მიიღო.
“სპურსთან” რიგით მესამე მატჩის წინ “ლეიკერსის” ბანაკში ბლეიკის გარდა საეჭვოა ასევე ჯოდი მიქსის თამაში, რომელსაც ტერფის ტრავმა აწუხებს.