ფეხბურთი

14:37 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

"სტიაუას" ამბები: მოგება მაკედონიაში, პიოვაკარის დისკვალიფიკაცია და სხვა

ბუქარესტის "სტიაუას" მწვრთნელმა ლაურენტიუ რეგეკამპფმა განაცხადა, რომ "ვარდართან" ჩატარებული ორივე მატჩით კმაყოფილი დარჩა. რუმინელებმა შინ 3:0 მოიგეს, ხოლო გუშინ მაკედონიაში 2:1 იმარჯვეს.

"მოხარული ვარ, რომ ყველა ფეხბურთელი კარგად გამოიყურება. პიოვაკარის, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა, ჯერ კიდევ დრო სჭირდება, რათა რიტმში აჰყვეს გუნდს და სიტუაციას გაეცნოს. თბილისის "დინამო"? ჩემთვის ეს გუნდი ჯერ უცნობია, თუმცა ვიცი, რომ მათთან უფრო სერიოზული მატჩები გველის, ვიდრე მაკედონიელებთან გვქონდა".

"სტიაუამ" "ვარდართან" გასვლაზე ამ შემადგენლობით ითამაშა: ტატარაშანუ, გარდოში, შუკალა, გეორგიევსკი, ლატოვლევიჩი, პინტილი (რადუცი 77), ბურჩიანუ, პირვულესკუ (იანჩუ 54), პოპა, პიოვაკარი (ნიკოლიჩი 46), სტანკუ.  

გოლები: 0;1 პიოვაკარი (23), 1:1 კოსტოვსკი (45), 1:2 ბურჩიანუ (77).

"სტიაუადან" გაფრთხიულება მიიღეს პინტილიმ, პიოვაკარიმ და შუკალამ. პირველ შეხვედრაში ყვითლები ჰქონდათ კრისტიან ტანასესა და პიოვაკარის. ასე რომ, ფორვარდი პიოვაკარი თბილისელებთან პირველ თამაშს გამოტოვებს - ის ისედაც არ ითვლება ძირითადი თერთმეტეულის წევრად. როგორც წესი, მის პოზიციაზე ნიკოლიჩი განიხილება.  

"სტიაუას" მაკედონიაში სამი წამყვანი ფეხბურთელი არ ახლდა: გამთამაშებელი ტანასე, წამყვანი მცველი ჩირიჩესი და ბრაზილიელი ფორვარდი ტატუ. ჩირიჩესმა 4 დღის წინ, "ჩაჰლაულთან" მცირე ტრავმა მიიღო, ტატუ, უბრალოდ, დაასვენა მწვრთნელმა, ხოლო ტანასეს არყოფნის მიზეზი უცნობია - ზოგიერთი რუმინული წყაროს ცნობით, შესაძლოა, ეს ფეხბურთელი უახლოეს დღეებში გაიყიდოს.

შეხსენებისთვის, III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი 30 ივლისს თბილისში, საპასუხო კი 6 აგვიტოს, ბუქარესტში გაიმართება. იყო შანსი, სტუმარ-მასპინძელი შეცვლილიყო, რადგან "არენა ნაციონალაზე" 1 აგვიტოდან ბალახის გამოცვლას აპირებდნენ, მაგრამ ეს საკითხი აღარ განიხილება. 

 


0.164525