ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" შემტევ რაჰიმ სტერლინგს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობა ხელფასს გაუზრდის და ფეხბურთელი კვირაში 100 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
როგორც ჩანს, კლუბმა გადაწყვიტა ახალგაზრდა ფეხბურთელს გარჯა დაუფასოს. აქამდე მისი საშუალო ხელფასი კვირაში 35 000 გირვანქას შეადგენდა.
რაჰიმ სტერლინგს "მერსესაიდელებთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში 19 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 39 მატჩში 11 გოლი გაიტანა და პირად აქტივს 12 საგოლე გადაცემაც შემატა.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბილეთი რა ეღირება და სად გაიყიდება ხომ არ იცით??
"უჩვენოთ ვით იმღერეთა"????......
ულაპარაკოდ თასი მამაქალქში მიდის--
ვიგებთ ხვალ თასს
14 წელია არაფერი არ მოგვიგია და იმედია ხვალ მოვიგებთ!!!
ამ ქარში არ ჯობია გადაიდოს. ?!