ფეხბურთი

15:01 | 9.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტეკელენბურგი, შესაძლოა "მონაკოში" გადავიდეს

ინგლისური "ფულემის" ჰოლანდიელმა კარის დარაჯმა მაარტენ სტეკელენბურგმა, შესაძლოა კარიერა "მონაკოში" გააგრძელოს. ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, ფრანგული კლუბი 31 წლის მეკარით დაინტერესდა.

სტეკელენბურგს ლონდონური კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ცნობილია, რომ ჰოლანდიელს "ფულემის" მთავარ მწვრთნელთან, ფელიქს მაგათთან კონფლიქტი მოუვიდა და მხარეებმა კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტაზე მოილაპარაკეს. შესაბამისად, ფეხბურთელი, შესაძლოა "მონაკოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.

გასულ სეზონში სტეკელენბურგმა "ფულემის" მაისურით მხოლოდ 21 შეხვედრა ჩაატარა და 47 გოლი გაუშვა.

 

გიორგი ბალახაძე

0.117039