ფეხბურთი

14:40 | 4.06.2013 | ნანახია NaN - ჯერ

სტეკელენბურგი “ფულემის” კარს უახლოვდება

“რომას” ჰოლანდიელი მეკარე მარტენ სტეკელენბურგი სავარაუდოდ კარიერას “ფულემში” გააგრძელებს. იტალიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფრანკო ბალდინიმ სატრანსფერო მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა – ერთ-ერთ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ დეტალების დასაზუსტებლად ლონდონში მიემგზავრება.

აპენინური პრესის ცნობით, ჰოლანდიის ნაკრების გოლკიპერის სანაცვლოდ “ფულემის” ხელმძღვანელობა 4,6 მილიონ ევროს იხდის და მხარეები კონტრაქტზე ხელს უახლოეს დღეებში მოაწერენ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066868
სარეკლამო ადგილი - 99
X x X