ფეხბურთი

17:05 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯს “ჩელსისთან” თამაშის იმედი აქვს

“ლივერპულის” თავდამხმელმა დენიელ სტარიჯმა “ნორვიჩთან” მატჩი ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანების გამო გამოტოვა.

Sky Sports-ის ცნობით, 27 აპრილს “ჩელსისთან” გასამართი მატჩისთვის ის აღდგენას მოასწრებს და 24 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ბრენდან როჯერსი მას თამაშის უფლებასაც მისცემს.

“ჯერ არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს მწვრთნელი, მაგრამ ვიმედოვნებ, ამ უქმეებზე მოედანზე მიხილავთ” - თქვა სტარიჯმა.

2009-2012 წლებში დანიელი “ჩელსის” ფეხბურთელი იყო და “ლივერპულში” სწორედ იქიდან გადავიდა. მან უკვე იცის, თუ როგორ აღნიშნოს თავისი ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი, თუკი ასეთი რამ მოხდება.

“მსურს, რომ ყოფილი კლუბის მიმართ პატივისცემა გამოვიჩინო, მაგრამ თუკი მოედანზე გავალ და ბოლო წუთზე გამარჯვების გოლს გავიტან, ალბათ ჭკუიდან გადავალ. ასეთ დროს როგორ უნდა გააკონტროლო ემოცია? არ მსურს გოლი ვიზეიმო, მაგრამ მეეჭვება ამის გაკეთება მოვახერხო” - დაამატა სტარიჯმა.

0.115015