ფეხბურთი

14:48 | 30.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯი ვარჯიშზე დაშავდა

 

“ლივერპულში” შიშობენ, რომ თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი გუნდს შესაძლოა დიდი ხნით გამოაკლდეს. 24 წლის ფეხბურთელი პარასკევს, ვარჯიშის დროს დაშავდა და ბრიტანული სპორტული გამოცემების ცნობით, მედიკოსები ტრავმის სიმძიმეს ამ დღეებში დააზუსტებენ. შეგახსენებთ, სტარიჯს წლეულს მაისში მიღებული ტრავმის შემდეგ ძალების ბოლომდე აღსადგენად სამი თვე დასჭირდა.

მიმდინარე სეზონში დანიელ სტარიჯმა 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა.

0.115295