ფეხბურთი

13:03 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯი უკრაინასთანაც გამოირიცხა

ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდი დანიელ სტარიჯი უკრაინის ეროვნულ ნაკრებთან მატჩსაც დააკლდება. Sky Sports-ის ცნობით, “ლივერპულის” მეგოლემ ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო.

“იმედი გვქონდა, რომ აღდგენითი პროცესი სწრაფად წავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შეგვიძლია ზუსტად გითხრათ, რომ სტარიჯი სამშაბათს ვერ დაგვეხმარება”, - ნათქვამია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალურ საიტზე.

მოგეხსენებათ, ბარძაყის ტრავმის გამო, თავდამსხმელმა მოლდოვასთან მატჩიც (4:0) გამოტოვა.

ცნობისათვის, ტრავმების გამო, ურაინასთან ვერც უეინ რუნი, ფილ ჯონსი და გლენ ჯონსონი ითამაშებენ.

 

0.120565