ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი ტრავმირებულია და შვეიცარიასთან მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური განცხადების თანახმად, სტარიჯმა დაზიანება ვარჯიშზე მიიღო, რის შემდეგაც ის საავამდოფოში გამოკვლევებისთვის გაგზავეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა დროის გაცდენა მოუწევს 25 წლის ფეხბურთელს, მაგრამ 8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შვეიცარიის ნაკრებთან მისი თამაში საეჭვოა.