ფეხბურთი

10:40 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯი ორ-სამ კვირას გამოტოვებს

“ლივერპულის” ფორვარდმა დანიელ სტარიჯმა ინგლისის ეროვნული გუნდის შეკრებაზე ტრავმა მიიღო.  Liverpool Echo-ს ცნობით, ნაკრებში ვარჯიშისას 25 წლის ფეხბურთელმა ფეხი დაიზიანა და ამის გამო შვეიცარიასთან მატჩი გამოტოვა.

სრულფასოვანმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ სტარიჯი უახლოეს პერიოდში ვერც “ლივერპულს” დაეხმარება, რადგან მისი აღდგენითი პროცესი ორი-სამი კვირა გაგრძელდება.

ექიმები იმედოვნებენ, რომ დანიელი ინგლისის ჩემპიონატში “ევერტონთან” გასამართი შეხვედრისთვის მზად იქნება, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 3 მატჩში სტარიჯმა ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.376196