ინგლისური “ლივერპულის” ერთ-ერთ ლიდერად მოვლენილი დანიელ სტარიჯი ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, ის “ჰალთან” გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს.
ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, სტარიჯმა კოჭის ტრავმა ვარჯიშზე მიიღო. 24 წლის თავდამსხმელის დაზიანების სიმძიმის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება, მაგრამ ივარაუდება, რომ ის კვირას გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, სტარიჯმა 12-ჯერ ითამაშა და 9 გოლი გაიტანა.