ფეხბურთი

22:13 | 17.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯი გერმანიასთან სათამაშოდ მზადაა

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი გერმანიასთან გასამართ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის მისაღებად მზადაა.

სტარიჯმა ტრავმა “ლივერპულსა” და “ფულემს” შორის გამართულ შეხვედრაში მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ დაზიანება სერიოზული არ იყო, როი ჰოჯსონმა არ გარისკა და 24 წლის თავდამსხმელი ჩილეს წინააღმდეგ არ ათამაშა. როგორც ირკვევა, სტარიჯმა გამოჯანმრთელება მოახერხა, რასაც თავად ფეხბურთელიც ადასტურებს.

“ტკივილი თითქმის აღარ მაქვს. ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ასე რომ, მოედანზე გასასვლელად მზად ვარ.

ჩვენთვის, ყველა თამაში მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბევრი მატჩი არ გვაქვს დარჩენილი. საკუთარ თავზე მუშაობას განვაგრძობ. იმედი მაქვს, მთავარი მწვრთნელი ყურადღებას მომაქცევს და იმ ბედნიერ ფეხბურთელებს შორის მოვხვდები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრებიამ.” – ციტირებს სტარიჯის სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ გერმანია და ინგლისი ერთმანეთს 19 ნოემბერს, ლონდონში დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112068