ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა იაპ სტამმა გუს ჰიდინკის სამწვრთნელო შტაბში მუშაობაზე უარი თქვა.
67 წლის სპეციალისტი ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს და Sportwereld-ის ინფორმაციით, სტამის დახმარებითაა დაინტერესებული.
სტამი ამჟამად ამსტერდამის “აიაქსის” ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებს და ეროვნულ გუნდში მიწვევა იუარა.
თავისი არჩევანი სტამმა იმით ახსნა, რომ ზაფხულიდან ახალ გუნდში აპირებს კარიერის გაგრძელებას. შეგახსენებთ, რომ ჰიდინკის სამწვრთნელო შტაბში შესაძლოა რუდ ვან ნისტელროი, დანი ბლინდი და ჯოვანი ვან ბტონკჰორსტი შევიდნენ.