ფეხბურთი

14:43 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტამბოლის აეროპორტში ქართველი ფეხბურთელი დააკავეს და დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს

 

თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლის აეროპორტში ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. დაკავების მიზეზი 16 წლის ფეხბურთელის ხუმრობა გახდა, რომელმაც ბორტამცილებელს უთხრა, რომ მას ე.წ." საათი ბომბი" ეკეთა. პილოტი აეროპორტის პოლიციას დაუკავშირდა, რის გამოც, მგზავრებს თვითმფრინავი დაატოვებინეს, სპორტსმენი კი სამართალდამცველებმა ადგილზე აიყვანეს. ეს ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გადასცა.

რეისი სტამბოლი-თბილისი სამსაათიანი დაგვიანების შემდეგ შესრულდა, 16 წლის ფეხბურთელი კი თურქეთის პოლიციამ ერთსაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა. არასრულწლოვანი სპორტსმენი, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ, თბილისში დღეს დაბრუნდება.

ინციდენტის გარკვევაში, თურქეთში საქართველოს საელჩო და ფეხბურთის ფედერაცია მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრები თბილისში მაკედონიიდან ბრუნდებოდა.

0.12608