საფეხბურთო კლუბ როტერდამის “ფეიენოორდის” მიწვევით ჰოლანდიაში ერთკვირიან სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ თბილისის “დინამოს” სპორტული მენეჯერი ირაკლი ვაშაკიძე, “დინამოს” აკადემიის ხელმძღვანელი გიორგი მინაშვილი, ამავე აკადემიის დირექტორი არჩილ კეკელია და “დინამო არენას” მედია ოფიცერი მამუკა კვარაცხელია.
29 იანვარს ისინი “ფეიენოორდის” სპორტულ დირექტორს მარტინ ვან ხეელს შეხვდნენ და როტერდამელთა მთავარი გუნდის ვარჯიშს დაესწრნენ. გარდა ამისა, ჰოლანდიური კლუბის 16 და 17 წლამდე ფეხბურთელთა ვარჯიშებსაც დააკვირდნენ და ამ ასაკში ვარჯიშების სპეციფიკურობაზე ხსენებული გუნდების მწვრთნელებს, ცნობილ ჰოლანდიელ ფეხბურთელებს გასტონ ტაუმენტსა და როი მაკაის გაესაუბრნენ.
30 იანვარს “დინამოს” დელეგაცია “ფეიენოორდის” 13, 14 და 15 წლამდე მოზარდთა ვარჯიშს დასწრო და კლუბის აკადემიის თავკაცს დამიენ ჰერტოგს შეხვდა.
31 იანვარს, “დინამოს” კვარტეტი ჰოლანდიის ერედივიზიონის XXI ტურის ცენტრალურ მატჩს დაესწრება, რომელშიც “ფეიენოორდი” “ვიტესს” ხვდება.
1 თებერვალს “დინამოელები” 13, 14, 15, 17 და 19 წლამდელთა მატჩებს დააკვირდებიან.
fcdinamo.ge
ფოტო fcdinamo.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს კაცი მანიუში დარჩება კარიერი ბოლომდე მოეშვით ოცნებას!
რუნისზე უარს არ ვიტყოდი ზამთარში , მარა ლიგაზე ვერ დაგვეხმარება : )))
ელ პისტოლეს ველოდები ბანაკში ))))))))))))))))))))))
არსენალში რო გადასულიყო წელს, ეს და მესუთა დაგლეჯDნენ
Shrekiii wamo chelsishiii
რუნი ყველგან მაგარი იქნება, მარა სად უნდა გადავიდეს ისედაც მდზიმე დგეშია მანიუ..
ჩახმება მანიუში ეს. არადა ახალი გამოწვევა ჭირდება... ისეთი ფეხბურთელია..რა... რო გაიბრწყინებს სხვაგან მგონია.