სტამბულის “გალათასარაის” ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის “შახტარის” კაპიტნის – დარიო სრნას შეძენა სურდა, მაგრამ მარჯვენაფლანგელისგან კატეგორიული უარი მიიღო.
“გალათასარაის” წარმომადგენელი დამიკავშირდა და ოფიციალური წინადადებით მომმართა. სტამბულელები 2-წლიან კონტრაქტს მთავაზობდნენ, მაგრამ უარი ვთქვი. “შახტარი” ჩემი ცხოვრებაა”, - განუცხადა ხორვატმა Milliyet-ს.
ცნობისათვის, სრნა დონეცკელთა ღირსებას 2003 წლიდან იცავს. ხორვატს “შახტარის” შემადგენლობაში 414 მატჩი აქვს ჩატარებული და 37 გოლის ავტორია.